Refrigeration systems
პროექტირება - ინსტალაცია - საგარანტიო სერვისი
„აი სი ემ ჯი „-ის მიერ სამაცივრე მეურნეობების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების წარმატებით განხორციელებულებას უზრუნველყოფს კომპანია „რეფ სერვისი“ -ს გამოცდილი სპეციალისტების გუნდი. საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების გარდა ჩვენს მიერ შემოთავაზებული სერვისი მოიცავს, როგორც საგარანტიო ასევე არასაგარანტიო ობიექტებზე ნებისმიერი სახის სამაცივრე აგრეგატებისა და მოწყობილობების სრულ მომსახურებას.
რეფ სერვისი
ჩვენი ექსკლუზიური პარტნიორი
„რეფ სერვისი” – დაარსდა 2014 წელს. კომპანიის საქმიანობის არიალი მოიცავს ნებისმიერი სახის და კატეგორიის სამაცივრე თუ ჰაერის კონდიცირების სისტემების სერვისის სრულ სპექტრს. კომპანიის საქმიანობის მიზანს წარმოადგენს საქართველოში სამაცივრე ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და უკვე არსებული ობიექტებზე მომსახურების ხარისხის მნიშვნელვანი გაუმჯობესება. ასევე სამაცივრე სფეროდან გარემოზე მიყენებული ზიანის მინიმიზირება. კომპანიის საქმიანობის მთავარი დევიზია: შედეგი – ხარისხი – გარანტია.ჩვენი საქმიანობა მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს:
- საწარმოო ინდუსტრია
- სავაჭრო სფერო
- სატრანსპორტო ინდუსტრია
- სამედიცინო სფერო
- სამეცნიერო სფერო
ინდივიდუალური მიდგომა
მაღალი კლასის, საშუალო და ბიუჯეტური სამაცივრე სისტემები
ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს პროდუქციის მრავალფეროვან სპექტრს, როგორც ევროპული ასევე თურქული წარმოების სამაცივრო დაადგარებს და მოწყობილობებს. მაღალი კლასის, საშუალო კლასის და ბიუჯეტური ვარიანტებს. ჩვენს მიერ შეთავაზებული პროდუქცია განიხილება ინდივიდუალურად, მომხმარებლის სურვილის და მოთხოვნილების შესაბამისად. ღირებულება ყოველთვის შეესაბამება ხარისხს. გარანტია გაიცემა შესრულებული სამუშაოს სრულ სპექტრზე ერთიდან სამი წლის მანძილზე. გამომდინარე პროექტის მაშტაბის, სპეციფიკაციის და შერჩეული მოწყობილობების კლასიდან. მიუხედავად შერჩეული მოწყობილობების კლასისა, შედეგი და შესრულებული სამუშაოს ხარისხი ყოველთვის უცვლელია
დანადგარების ზოგადი მიმოხილვა
- სასაწყობე მცირე, საშუალო და დიდი მოცულობის მაცივრები
- კვების პროდუქტების დამზადების, გადამუშავების, შენახვისათვის საჭირო სამაცივრე დანაგდარები და მოწყობილობები
- სავაჭრო ობიექტებზე მცირე, საშუალო და დიდი სამაცივრე დანაგდარები და მოწყობილობები.
- მალფუჭებადი პროდუქტების მწარმოებლიდან მომხმარებლამდე, ახლო და შორ მანძილებზე ტრანსპორტირებისათვის, ასევე დისტრიბუციისათვის საჭირო ავტო სამაცივრე დანადგარები და მოწყობილობები.
- მედიცინაში გამოყენებული მოწყობილობების, მედიკამენტების დამზადება-შენახვის და სხვა პროცესების წარმართვისათვის საჭირო დაბალი ტემპერატურის უზრუნველსაყოფი სამაცივრე დანადგარები და მოწყობილობები
- სამეცნიერო კვლევების ჩატარებისთვის საჭირო დაბალი ტემპერატურის უზრუნველსაყოფი სამაცივრე დანადგარები და მოწყობილობები.
პროდუქცია
ცენტრალური და დეცენტრალიზებული სისტემები
სასაწყობე სამაცივრო დანადგარები, როგორც ცენტრალური ასევე დეცენტრალიზებული მოწყობილობები გამოიყენება დაბალი ტემპერატურის მეშვეობით მალფუჭებადი პროდუქტების ხანმოკლე ან ხანგრძლივი პერიოდის გამნავლობაში შესანახად. იგი უზრუნველყოფს პროდუქტის საკვებად ვარგისიანობის, სასარგებლო თვისებების და გარეგნული იერსახის შენარჩუნებას მომხმარებლამდე მიწოდებამდე. ცენტრალური სისტემა არის სამაცივრე დანადგარის სახეობა, როდესაც ერთი კომპრესორ კონდენსატორული აგრეგატი ემსახურება რამოდენიმე სამაცივრო საკანს. დეცენტრალიზებული სისტემის შემთხვევაში თითოეულ საკანს აქვს დამოუკიდებელი სამაცივრო აგრეგატი, როგორც კომპრესორ კონდენსატორული ბლოკი ასევე საორთქლებელი.
სწრაფგამყინი
შოკ-სამაცივრე დანადგარები
სწრაფგამყინი სამაცივრო მოწყობილობები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა პროდუქტის გაყინვა რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდში. იმისათვის რომ, არ მოხდეს პროდუქტის უჯრედშორისში ყინულის დიდი ზომის კრისტალების წარმოქმნა, რათა არ დაირღვეს უჯრედის გარსი და მაქსიმალურად შენარჩუნებული იქნეს პირვანდელი სახე.
შოკური გაყინვა ფართოდ გამოიყენება
- კენკროვანი ხილის და ბოსტნეულის გასაყინად
- ხორცპროდუქტების და ზღვის პროდუქტების გასაყინად
- ნახევარფაბრიკატი პროდუქტების გასაყინად
სამაცივრე პანელები
Teknopanel Cold Storage Sandwich Panels
Teknopanel- ის სამაცივრე სენდვიჩ პანელების (Teknopanel Cold Storage Sandwich Panels ) გამოყენებით, პანელების შეერთების სპეციალური კვანძის წყალობით და სხვა პროდუქტის ძირითადი მახასიათებლების გათვალისიწინებით , თქვენ უზრუნველყოფთ, სამაცივრე სათავსოების საუკეთესო თბოიზოლაციას და გააკონტროლებთ სათავსოში მიმდინარე შესაბამის გაგრილების პროცესებს,რაც საბოლოოდ აისახება სამაცივრე სათავსოს ენერგო ეფექტურობაზე.სამაცივრე პანელებს აქვთ მცირე გოფრირებული ან ბრტყელი ზედაპირი , ასევე იწარმოება უჟანგავი ფოლადის და PVC ფილმის ლამინირებული ზედაპირის მოდელები. PIR შემავსებლით, კედლის პანელები ცეცლმედეგობის კლასი (B s1 d0), ხანძარმედეგობის დრო E 60 (60 წუთი), სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობით გათავალისწინებულ, შენობის ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნების სტანდარტებთან.
მიწოდება ხორციელდება პროექტის პარამეტრების შესაბამისი ზომების ზედმიწევნით დაცვით
სამაცივრე პანელების სრული კატალოგი
პარტნიორები
ჩვენ უკვე მრავალი წელია ვთანამშრომლობთ ისეთ ცნობილ კომპანიებთან როგორებიც არიან:
ფუდ სერვისი; ნიკორა ტრეიდი; ევროპროდუქტი; ლიდერფუდი; ნიკორა; თოლია; ლიდერი XXI; ვაკის ხორც პროდუქტებ; ბიუ-ბიუ; ასკანელი ძმები; გერმანელი ყასაბი დ.ა.შ. ასევე უმეტესობა ლოჯისტიკურ თუ სადისტრიბუციო კომპანიებთან.
ჩვენი პარტნიორი მომწოდებელი ბრენდული კომპანიებია