ჩვენ შესახებ

კომპანია "აი სი ემ ჯი" თქვენს სამსახური 2009 წლიდან.

13 წლიანი გამოცდილება

დროში გამოცდილი ხარისხი

კომპანია „ აი სი ემ ჯი “ 2009 წელს დაარსდა და მოიცავს ინდუსტრიული მშენებლობის სრულ სპექტრს, საპროექტო სამუშაოებიდან –ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე.საქმის სწორი აღქმის, ხედვისა და მიდგომის თვალსაზრისით, ჩვენ წარმოვადგენთ სანდო და საიმედო პარტნიორს.ჩვენი კომპანიის დაარსების იდეა და შემდგომში მისი წარმატებით განხორციელება, სწორმა ხედვამ, სრულყოფილებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ და განვითარების ძლიერმა სურვილმა განაპირობა.საერთო სურვილი – გუნდურობა ,ხედვისა და ღირებულებების იდენტურობა , წლების მანძილზე დაგროვილ გამოცდილებასთან ერთად, საკმარისი აღმოჩნდა იდეის რეალობად გარდასაქმნელად. ჩვენი საქმიანობის მანძილზე საქრთველოს მასშტაბით, კომპანიამ სხვადასხვა მოცულობისა თუ პროფილის არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა ინდუსტრიული მშენებლობის მიმართულებით.ახალი, ინოვაციური მიდგომებისა და დარგობრივი სამუშაოების წარმოების 12 წლიანი, წარმატებული გამოცდილების საფუძველზე, პარტნიორებს ვთავაზობთ ინდუსტრიული და სამრეწველო დანიშნულების შენობა-ნაგებობების:

  • კონსულტაცია,პროექტირება, მშენებლობას
  • საკუთარი სამშენებლო მასალებით უზრუნველყოფას
  • საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების მენეჯმენტს
12
მიმდინარე პროექტები
138
დასრულებული პროექტები
690482
შესრულებული მ2

ჩვენი მიზანია

დარგის განვითარება

კომპანია ზრუნავს ინვესტორების, პარტნიორებისა და მომხმარებლების მხრიდან ნდობის შენარჩუნებაზე.ჩვენი მიზანია, შესრულებული სამუშაოების მუდმივი გაუმჯობესება, სწრაფვა განვითარებისაკენ, ჩვენი პარტნიორებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება ,სრული სამშენებლო წარმოების მენეჯმენტის ეფექტური მუშაობა და ეს ყველაფერი- საერთაშორისო პროექტების განხორციელების საუკეთესო პრაქტიკის, გამოცდილი გუნდის, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და თანამედროვე მასალების გამოყენებით.

ეკოლოგია

ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე

ეკოლოგიაზე ზრუნვის მიზნით, ობიექტების მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროცესში, მაქსიმალურად ორიენტირებულები ვართ გარემოს დაბინძურების რისკის გამოვლენასა და მის მინიმუმამდე შემცირებაზე, რაც ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი პარამეტრია საზოგადოებაზე ზრუნვის კუთხით. ჩვენი კომპანიისთვის, გუნდზე ზრუნვა და სამუშაოს შესრულების უმაღლესი ხარისხი უმნიშვნელოვანესია.მაღალი ხარისხისა და ეფექტური შედეგისთვის კი მუშაობის პროცესში გამოყენებულია უსაფრთხო და ინოვაციური ტექნოლოგიები, ამასთანავე მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ხარისხის კონტროლი.

კომპანიის ისტორია

მცირედი ინფორმაცია ჩვენზე

ტრანსფორმაცია

2019-დან
2019-დან

ტრანსფორმაცია

„ICMG“-მ განიცადა ტრანსფორმაცია, ბაზარის მოთხოვნებიდან გამომდინარე და გარდაიქმნა სრულ სამშენებლო-საპროექტო კომპანიად.

კომპლექსური პროექტირება და მშენებლობა

2016-2018
2016-2018

„ALTERNATIVA“

დავაფუძნეთ „ICMG“-ის შვილობილი კომპანია „ALTERNATIVA“, რომელიც სპეციალიზირდება ინდუსტრიული, სამრეწველო დანიშნულების შენობა-ნაგებობების პროექტირებაზე, სამშენებლო წარმოების მენეჯმენტსა და კონსულტირებაზე.

იმპორტი და სამონტაჟო სამუშაოების წარმოება

დავიწყეთ სამაცივრე აგრეგატების, კარების, დოკლეველერების იმპორტი და სამონტაჟო სამუშაოების წარმოება.

სამრეწველო შენობა-ნაგებობების პროექტირება

პირველად განვახორციელეთ ინდუსტრიული, სამრეწველო დანიშნულების შენობა-ნაგებობების კომპლექსური პროექტირება, მენეჯმენტი და მშენებლობა.

კომპლექსური სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები

2013-2015
2013-2015

ასაწყობი ლითონკონსტრუქციების

დავიწყეთ პრეფაბრიცირებული, ასაწყობი ლითონკონსტრუქციების იმპორტი და სამონტაჟო სამუშაოების წარმოება.

საღებავები

განვახორციელეთ სამრეწველო საღებავების იმპორტი და დავიწყეთ სამღებრო სამუშაოების წარმოება.

კომპლექსური სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები

შევთავაზეთ ინდუსტრიულ სექტორში არსებულ დამკვეთებს, კომპლექსური სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოება.

სამშენებლო მასალები

2010-2012
2010-2012

პოლიმერული იატაკების

დავიწყეთ პოლიმერული იატაკების მოსაწყობი მასალების იმპორტი/ინსტალაცია.

სენდვიჩ-პანელები

დავიწყეთ PUR სენდვიჩ-პანელების იმპორტი და საინსტალაციო სამუშაოების წარმოება საქართველოში.

სამრეწველო სამშენებლო მასალები

დავიწყეთ სამრეწველო დანიშნულების სამშენებლო მასალების იმპორტი საქართველოში.

„ICMG“- ს დაარსება

2009
2009

დავაარსეთ „ICMG“- და განვახორციელეთ ინვესტირება ბეტონის სამრეწველო იატაკების მოწყობის დარგში.

უსაფრთხოება

ჩვენ ვზრუნავთ თანამშრომლებზე

მუშაობის პროცესში თანამშრომლების სრული უსაფრთხოება, კომპანიის წარმატების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების სამსახურის მთავარი მისია – თანამშრომელთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაა.