ჩვენ ვაპროექტებთ

სამრეწველო დანიშნულების შენობა ნაგებობებს

“აი სი ემ ჯი” -მ ქართველ და უცხოელ პარტნიორ კომპანიებთან ერთად უმოკლეს პერიოდში შეძლო საპროექტო სამუშაოების ეფექტურად წარმოებისთვის საჭირო, თანამედროვე და სწრაფი მეთოდოლოგიის შემუშავება. დანერგა და განავითარა სამრეწველო დანიშნულების ნაგებობების ხარისხის, დროისა და ფასის შესაბამისი სხვადასხვა „ალტერნატიული“ კონსტრუქციული მოდელების კლასიფიცირების მექანიზმები.

კონსულტაცია

წინასაპროეტქო კვლევა - პირველი ეტაპი

ჩვენ არ ვართ ტენდენციურები! განიხილეთ თქვენი იდეები და სამომავლო გეგმები ჩვენთან ერთად. არავინ იცის თქვენი შენობის საოპერაციო და ტექნიკური მოთხოვნები იმაზე უკეთ, ვიდრე თქვენ. მოწოდებული ინფორმაციით ჩვენ შევიმუშავებთ ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტას თქვენი შენობის სამშენებლო იდეის რეალიზებისთვის. პროექტის ზუსტი კონცეპტუალური მოდელის შესაქმნელად საჭიროა სწორი იდეა მართული პროფესიონალების ძალისხმევით. ჩვენ ვმუშაობთ, როგორც საკუთარ, ასევე თქვენ კონტრაქტორ არქიტექტორებთან და კონსტრუქტორებთან ერთად.

მომსახურების ზოგადი მიმოხილვა

    • პროექტის ტექნოლოგიური ნაწილის გაცნობა
    • პროექტის კანონმდებლობასთან თავსებადობის განსაზღვრა
    • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეკომენდაციების დადგენა
    • საქართველოს მთავრობის 41 დადგენილების მიხედვით განსაზღვრული რეგულაციების დადგენა
    • საინჟინრო კომუნიკაციების ესკიზური პროექტის შედგენა
    • სამაცივრე სისტემების ესკიზური პროექტის შედგენა
    • საპროექტო ტერიტორიის აეროგადაღება
    • პროექტის ესკიზური გენგეგმის (Masterplan)-ის ,3D რენდერის მომზადება
    • არქიტექტურული და კონსტრუქციული ესკიზური პროექტების ვიზუალიზაცია
    • შენობის მონოლითური ფუნდამენტის ესკიზის მომზადება
    • შენობის მზიდი კონსტრუქციის ესკიზის მომზადება
    • ხარისხის და ფასის შესაბამისი სამშენებლო მასალების შერჩევა
    • აქსესუარების ტექნიკური პარამეტრების და ღირებულების განსაზღვრა
    • პროექტის წინასწარი, საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვის შედგენა

(გაპი-ს) მომზადება

წინასაპროექტო კვლევა - მეორე ეტაპი მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა

ჩვენი მომსახურება არ ითვალისწინებს განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადებას, მიწის ნაკვეთის დამტკიცებასთან დაკავშირებულ,იურიდიულ პრობლემების მოგვარებას და გარე საინჟინრო კომუნიკაციების დაერთების წერტილების უზრუნველყოფას და მონიტორინგს.

მომსახურების ზოგადი მიმოხილვა

    • საპროექტო ტერიტორიის ტოპოგრაფიული კვლევ
    • მიწის ნაკვეთზე არსებული მდგომარეობის ფოტო გადაღება
    • ქალაქგეგმარებითი კვლევა
    • დოკუმენტური კვლევა
    • მომიჯნავე შენობა ნაგებობებზე ზეგავლენის კვლევა
    • საინჟინრო – გეოლოგიური კვლევა
    • საინჟინრო – გეოლოგიური კვლევის ექსპერტიზა
    • გარემოზე ზემოქმედების შეფასების კვლევა
    • კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაციის მომზადება

სანებართვო დოკუმენტაცია

პროექტის შეთანხმება

წინასაპროექტო კვლევისა და საკონსულტაციო მომსახურების წარმატებით დასრულების შემდეგ სანებართვო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში, კომპანია სრულად ეყრდნობა წინასაპროექტო კვლევის დროს მოპოვებულ და დამკვეთთან შეთანხმებულ ინფორმაციას.
აი სი ემ ჯი , როგორც კომპეტენტური პარტნიორი სრულ პასუხისმგებლობას იღებს სამშენებლო სანებართვო დოკუმენტაციის მომზადების სისწორეზე და დროულ წარდგენაზე მშენებლობის ნებართვის გამცემ სახელმწიფო ადმინისტრაციულ ორგანოებში.პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, კომპანია ოპტიმალურად განსაზღვრავს შესასრულებელი საპროექტო სამუშაოების და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საექსპერტო დასკვნების მომზადების ღირებულებასა და ხანგრძლივობას.

შენიშვნა: მშენებლობის ნებართვის გაცემის ვადა დამოკიდებულია ობიექტის ადგილმდებარეობაზე, დანიშნულებაზე, ინდივიდუალურ თავისებურებებზე, რომლებიც რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტების მიხედვით.

მომსახურების ზოგადი მიმოხილვა

    • არქიტექტურული პროექტი
    • არქიტექტურული პროექტის ექსპერტიზა
    • კონსტრუქციული პროექტი
    • კონსტრუქციული პროექტის ექსპერტიზა
    • საინჟინრო კომუნიკაციების პროექტი
    • მშენებლობის ორგანიზების პროექტი
    • კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაციის მომზადებ

მუშა პროექტი

დეტალური არქიტექტურული პროექტი

სახელმწიფო ადმინისტრაციულ ორგანოებში სრული სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ შესაძლებელია მუშა პროექტის მომზადება და მასალების ზუსტი ტექნიკური პარამეტრების დეტალიზაცია.მუშა პროექტი დასრულებულად ჩაითვლება მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ სანებართვო დოკუმენტაციის შეთანხმების შემდეგ.
მუშა პროექტის შედგენის პროცესში საქმის მიმართ პასუხისმგებლობა,პროფესიონალიზმი და თანმდევი პროცესების მართვის მაღალი სტანდარტი აისახება,როგორც ჩვენი თანამშრომლების ისე ჩვენი ქვეკონტრაქტორების და პარტნიორი კომპანიების მუშაობის ხარსხზე.

მომსახურების ზოგადი მიმოხილვა

    • დეტალური არქიტექტურული პროექტი
    • საპროექტო ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტი
    • სახანძრო უსაფრთხოების დეტალური პროექტი
    • ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზების პროექტი
    • ცალკეული კვანძების დეტალური ნახაზები

100-ზე მეტი მზა, კონსტრუქციული პროექტი

უმოკლესი გზა "თქვენი შენობის" ასარჩევად

პროექტის საბოლოო ღირებულება, როგორც წესი,მხოლოდ საპროექტო სამუშაოების დასრულების და სამშენებლო კომპანიების მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადებების შედარების შემდეგ ხდება ცნობილი. შენობის მზიდი კონსტრუქციული ნაწილი პროექტის ღირებულების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია.

ჩვენმა შვილობილმა კომპანიამ, შპს „ალტერნატივა“-მ 2019 წლიდან დღემდე ევროკოდის სტანდარტის შესაბამისად ,წინასწარ მოამზადა ასამდე ყველაზე მოთხოვნადი პარამეტრების მქონე სამრეწველო შენობების , როგორც პრეფაბრიცირებული ასაწყობი, ლითონკონსტრუქციების , ისე მონოლითური ფუნდამენტის დეტალური პროექტები.

სამრეწველო შენობების არსებული მრავალფეროვანი მზა კონსტრუქციული პროექტები საშუალებას გვაძლევს წინასაპროექტო კვლევის პირველსავე ეტაპზე მაქსიმალური სიზუსტით განვსაზღვროთ თქვენთვის სასურველი შენობის პირველადი არქიტექტურული იერსახე , სამშენებლო მასალების ზუსტი რაოდენობა და შევადგინოთ პროექტის წინასწარი სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა.

მზა კონსტრუქციული პროექტები განთავსებულია ჩვენი შვილობილი კომპანიის შპს “ალტერნატივა”-ს ვებგვერდზე _ www.alternativa.ge

ჩვენი შვილობილი კომპანია

"ალტერნატივა"

ჩვენი შვილობილი კომპანია

ნებისმიერი სამრეწველო დანიშნულების შენობის საუკეთესო, ოპტიმალური პროექტის შესაქმნელად საჭიროა: როგორც საპროექტო და სამშენებლო გუნდის,ასევე დამკვეთის წარმომადგენლების ერთობლივი ძალისხმევა.
საპროექტო კომპანია ” ალტერნატივა” დაარსების დღიდან ფოკუსირებულია, მხოლოდ სამრეწველო დანიშენულების ნაგებობების პროექტირებაზე.

ჩვენი გუნდი- შპს “აი სი ემ ჯი” -ს და მისი შვილობილი კომპანია შპს ” ალტერნატივა”-ს სპეციალისტების სახით, ერთ საოფისე სივრცეში, აერთიანებს საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების მიმართულებით მომუშავე , ქართველი და უცხოელ სპეციალისტების წლების განმავლობაში დაგროვილ ცოდნას და გამოცდილებას .