ჩვენს შესახებ
კომპანია
ICMG (Industrial Construction Management Group (2018 წლამდე ცნობილი New Building Group -
ს სახელწოდებით) წარმოადგენს
ინდუსტრიული მშენებლობის მენეჯმენტის ჯგუფს. ჯგუფის ძირითადი საქმიანობა შემოიფარგლება მხოლოდ სამრეწველო
დანიშნულების ნაგებობის პროექტირებით, მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალების იმპორტით
და სამშენებლო სამუშაოების წარმოებით.
კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, წლების განმავლობაში
მიღებულმა გამოცდილებამ დღევანდელ დღეს, „ICMG“ ინდუსტრიული მშენებლობის მიმართულებით
მულტიფუნქციურ კომპანიად აქცია, რომელსაც ფუნქციონალურად ყველა იმ ძირითადი კომპონენტების ერთიანად შეთავსება
შეუძლია, რაც პროექტირებიდან სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე არის აუცილებელი.

ისტორია
2009 წლიდან დღემდე
კოპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მხოლოდ ინდუსტრიული მშენებლობა.
კომპანიის განვითარების
ეტაპები:
2010-2017 სამრეწველო იატაკების მოწყობა
2012 – 2017 ბეტონის სამრეწველო იატაკების მასალების იმპორტი
2010 -2019 სენდვიჩპანელების საინსტალაციო
სამუშაოების წარმოება
2011- 2019 ქაფპოლიურეთანის სენდვიჩპანელების
აქსესუარების იმპორტი
2011- 2017 მილკვადრატების მარტივი კონსტრუქციების დამზადება მონტაჟი
2011 – 2016 პოლიმერული იატაკების მასალების
იმპორტი
2011 – 2016 სამრეწველო პოლიმერული იატაკების საინსტალაციო სამუშაოები
2016- 2019 ანაკრები ლითონკონსტრუქციების იმპორტი საინსტალაციო სამუშაოები
2017- 2019 ლითონკოსტრუქციის საპროექტო სამუშაეობის წარმოება
2017 -2019 სამრეწველო დანიშნულების შენობების
მშენებლობა
2017 -2019 სარეწველო დანიშნულების პროფესიონალური
საღბავების იმპორტი საინტალაციო სამუშაოების წარმოება.
2018 – 2019 სამაცივრე აგრეგატების იმპორტი სამონტაჟო სამუშაოები
2018 -2019 ინდუსტრიული კარებების სტელაჟების დოკლეველერების იმპორტი
2019- სამრეწველო დანიშნულების ნაგებობების პროექტირება მშენებლობა
2019 წ
„ICMG” აარსებს მხოლოდ სამრეწველო დანიშნულების ნაგებობების მიმართულებით მომუშავე საპროექტო შვილობილი კომპანია „ ალტერნატივა-ს“.
მიზნები
კომპანიის მიზნებია:
● ინდუსტრიული დანიშნულების ნაგებობებთან დაკავშირებული ოპტიმალური კონსტრუქციული და არქიტექტურული გადაწყვეტილებების შემუშავება;
● ინდუსტრიულ სამშენებლო სექტორში მიმდინარე ცალკეული სამშენებლო სამუშაოების დამატებითი კვლევა და დეტალიზაცია;
● სამრეწველო დანიშნულების სამშენებლო მასალების ფუძისეული კვლევა და კონკრეტულ
პროექტებთან მიმართებაში მათი ადაპტირება.
● საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის ეფექტური მენეჯმენტი.
კომპანიის ძირითად მიზანს წარმოადგენს არსებული მიმართულებების მუდმივი განვითარება, სამშენებლო მასალების დროულად მიწოდება და საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, დროის ეფექტურად გამოყენების მენეჯმენტი.
